ვის დაკარგვას გლოვობს ლედი გაგა?

ვის დაკარგვას გლოვობს ლედი გაგა?

ცნობილმა მომღერალმა ლედი გაგამ 14 იანვარს გამართულ   „Critics Choice-ის“ დაჯილდოებაზე ერთდროულად ორ ნომინაციაში - „საუკეთესო სიმღერა“ და „საუკეთესო მსახიობი,“ გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა,  თუმცა მისი სიხარული ხანგრძლივი არ აღმოჩნდა.

ცერემონიის  დასრულების შემდეგ, როდესაც გაგა სახლში დაბრუნდა, ცხენი გარდაცვლილი დახვდა, როგორც ცნობილია ჯერ კიდევ დღისით გამხდარა ის ავად.

კვირა საღამოს გაგამ სოციალური ქსელში დაწერა - „ მე ვარ ძალიან ბედნიერი, რომ გავიმარჯვე „საუკეთესო სიმღერისა“ და „ საუკეთესო მსახიობის“ ნომინაციებში..მაგრამ  ჩემთვის ძალიან მტკივნეულია გაგიზიაროთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შოუს დასრულებისთანავე, შევიტყვე ჩემი ძვირფასი ცხენის ავადმყოფობის ამბავი. მაშინვე შინისაკენ გავეშურე, რათა მას დავმშვიდობებოდი.“

როგორც საზოგადოებისთვისაა ცნობილი, ცხენი  არაბული ჯიშის იყო, რომელიც გაგას ხმის ჩამწერმა სტუდიამ უსახსოვრა.  ბოლო დროის ინტერვიუებში გაგა იმასაც  აღნიშნავდა, რომ მან არ იცოდა ცხენზე ჯირითი, მაგრამ აცნობიერებდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო უბრალოდ კონტაქტი მათთან.