ქეით მიდლტონს იაფფასიანი სამოსის გამო კიდევ ერთხელ აკრიტიკებენ

ქეით მიდლტონს იაფფასიანი სამოსის გამო კიდევ ერთხელ აკრიტიკებენ

ახალი წლის უქმეების შემდეგ, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები უკვე ჩნდებიან საზოგადოებაში. კვირის დასაწყისში  მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის წლის პირველი ერთობლივი ვიზიტი შედგა საქველმოქმედო ორგანიზაციებში, სულ მალე კი, პაპარაცებმა ქეით მიდლტონიც დააფიქსირეს, როცა ის King Henry's Walk Community Garden--ს ესტუმრა.

ეს გახლავთ ადგილობრივი მოსახლეობისთვის შექმნილი მწვანე სივრცე, რომლისთვისაც ჰერცოგინია შესაფერისად გამოეწყო, მან უბრალო ქურთუკი და თბილი სვიტერი მოირგო.

მიუხედავად იმისა, რომ კემბრიჯის ჰერცოგინია როგორც ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურებოდა, საზოგადოებამ მაინც გააკეთა აქცენტი მისი სამოსის ღირებულებაზე, რომელიც მათი აზრით, არ შეესაბამება სამეფო ოჯახის წევრის გარდერობს.

ზედატანი, რომლითაც ჰერცოგინია დაფიქსირდა J.Crew-ს ბრენდისაა და მისი შეძენა ოფიციალურ საიტზე 79.5 დოლარადაა შესაძლებელი

შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ჰერცოგინიას ბრენდისა და სამოსის ღირებულების გამო დასცინიან, ერთ-ერთ ასეთ შემთხვევას ადგილი 2015 წელსაც ჰქონდა, როცა  ქეითი პრინცესა შარლოტაზე იყო ორსულად და მან ASOS-ის 35 ფუნტის ღირებულების  საორსულე კაბა მოირგო.