მარიამ სანოგო შვილის მოლოდინში

მარიამ სანოგო შვილის მოლოდინში

მოდელი და ტელეწამყვანი მარიამ სანოგო სულ მალე დედობის სიხარულს გამოცდის. მარიამი აფრიკული წარმოშობის ლამაზმანია, თუმცა საქართველოში გაიზარდა, სწორედ ამიტომ ის თავს სრულფასოვან ქართველად თვლის.

ის „იმედის“ საინფორმაციო გამოშვების ბოლოს ამინდის პროგნოზს ყოველთვის ხალისიანად გვაცნობს და 2019 წლიდან საქმეს ახალი ძალით და შემართებით შეუდგა.

მოდელის მეუღლე გიორგი ლაშქარაძეა. ცოლ-ქმარი „ინსტაგრამზე“ ხშირად აქვეყნებს ერთად გადაღებულ ფოტოებს და ბევრი ადამიანი გულშემატკივრობთ.

მარიამს ორსულობა ძალიან მოუხდა და ჩანს, რომ მშვენიერ ფორმაშია.

„ამინდის პროგნოზის ყურება აქამდე არ მიყვარდა და შენ შემაყვარე“- ამ სიტყვებით მიმართა მარიამს

„ინსტაგრამზე“ ერთ-ერთმა გამომწერმა.