ნინი ქარსელაძე თხოვდება - მომღერალი დაინიშნა

ნინი ქარსელაძე თხოვდება - მომღერალი დაინიშნა

ნინი ქარსელაძე პირდაპირი და გულახდილი რესპოდენტია, თუმცა, ერთადერთი, რაზეც ის არც ერთ ინტერვიუში საუბრობს, მისი პირადი ცხოვრება და გრძნობებია.

თუმცა, ისევე როგორც ყველა გოგოს ცხოვრებაში, ნინის ცხოვრებაშიც არიან თაყვანისმცემლები და სასიამოვნო სიურპრიზები.

რამდენიმე თვის წინ, ცნობილი გახდა, რომ ის შეყვარებულია და დაოჯახებასაც გეგმავს. თუმცა, თავად ნინიმ ამ ამბავზე საუბარი ჩვენთან არ ისურვა.

როგორც ჩანს, ჩვენი წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია მართალია. გვიან ღამით ნინიმ ინსტაგრამზე ბეჭდის ფოტო გამოაქვეყნა, საიდანაც გაჩნდა ეჭვი, რომ მომღერალი დაინიშნა.

როგორც ჩანს, ნინის ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მათ შორის იყო მისი და, ანასტასია ხაჩიძე, რომელმაც დას სთხოვა, ჯერ არ გათხოვდეს.

ინფორმაციის გადამოწმება "რეიტინგმა" ნინი ქარსელაძესთან სცადა, მაგრამ ის ჩვენს ზარებს არ პასუხობს.