ახალი ამბავი: ლევან ჯიბღაშვილმა ცოლი მოიყვანა და წყვილი პირველი შვილის მოლოდინშია

ახალი ამბავი: ლევან ჯიბღაშვილმა ცოლი მოიყვანა და წყვილი პირველი შვილის მოლოდინშია

მსახიობი და ბიზნესმენი ლევან ჯიბღაშვილი ბოლო დროს საზოგადოებაში იშვიათად ჩნდება.

ცნობილი გახდა, რომ ის და ბიზნესმენ ფეფე სულხანიშვილის ქალიშვილი დაქორწინდნენ და ამის აფიშირებას ერიდებოდნენ.

თუმცა როგორც ჩანს, წყვილის ცხოვრებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა.

ლევან ჯიბღაშვილის დამ თეკლამ, სოციალურ ქსელში გვიან ღამით ოჯახური ფოტო გამოაქვეყნა.

ჯიბღაშვილების ძველით ახალ წელს, ლევანის მშობლიურ სახლში დედოფლისწყაროში შეხვდნენ, ფოტოზე ლევანი ცოლთან ერთად არის გადაღებული და სალი სულხანიშვილს ეტყობა რომ ორსულად არის.

ლევან ჯიბღაშვილის ცხოვრებაში ბევრი ქალი იყო, ის დაქორწინებასაც გეგმავდა და დაინიშნა კიდეც რამდენიმე წლის წინ, მაგრამ მოულოდნელად მისი და ბათუმელი გოგონას ურთიერთობა დაინგრა.

მაგრამ არცერთის მარტოობა არ გაგრძელებულა დიდხანს და ლევანმა საკუთარ დაბადების დღეზე, საზოგადოებას ახალი რჩეული, ახლა უკვე მისი ცოლი სალი წარუდგინა. რომელიც მისი პირველი სიყვარულია.