"ინგლისურად ვისაუბრებ, რადგან ჩემი რუსული არც ისე კარგია" - ნივთები, რომელსაც ანუკი არეშიძის ჩანთაში იპოვით

დიზაინერი ანუკი არეშიძე ქართველ ჟურნალისტებს თითქმის არ წყალობს და მის ინტერვიუს ვერცერთ გამოცემაში ვერ ნახავთ, სამაგიეროდ, ის უცხოური მოდური გამოცემების აქტიური რესპოდენტია.

ამჯერად ანუკი რუსული "ვოგის" სტუმარი გახლდათ, სადაც მან ერთ-ერთ ცნობილ რუბრიკაში მიიღო მონაწილეობა და მაყურებელს აჩვენა ის ნივთები, რისი პოვნაც შეგიძლიათ მის ჩანთაში. თბილისის პირველმა ლედიმ, ჟურნალისტებს წყნეთის აგარაკზე უმასპინძლა.

ინტერვიუს დასაწყისში ანუკიმ აღნიშნა, რომ მას რუსულად საუბარი კარგად არ გამოსდის, ამიტომ ინგლისურად ისაუბრა.

შეგახსენებთ, ანუკი არეშიძე საკუთარი რუსულის გამო, რამდენიმე წლის წინ მკაცრად გააკრიტიკეს.