დაჭრით ქათამს ნაჭრებათ და ჩაუშვებთ ქვაბში. შუშავთ თავისივე ცხიმში, ამატებთ ხახვს და ცოტა ხნით აგრძელებთ შუშვას. ხახვი რომ დარბილდება, ამატებთ ერბოს, დაფნის ფოთოლს, წიწაკას და შუშავთ მანამ სანამ ხახვი არ გახდება ოქროსფერი.
ბოლოს უმატებთ მარილს გემოვნებით. თუ ხედავთ რომ ძალიან მშრალი გამოდის, პერიოდულად დაამატებთ ცხელ წყალს (შესაძლებელია თეთრი ღვინოც დაასხათ) წვენი უნდა იყოს სქელი.
მასალა:
დედალი (ძალიან მსუქანი) აუცილებლად სოფლის, ხახვი 1-1,5-2 კგ. (დედლის ზომას გააჩნია) ერბო 300-400 გრამი - ესეც სოფლის, წითელი წიწაკა არა დაფქვილი 2-3 ცალი ანუ გემოვნებით, დაფნის ფოთოლი 2 ცალი, მარილი გემოვნებით.
მისაყოლებლად რეკომენდირებულია, კახური ტიპის თეთრი, მშრალი ღვინოები.