გია სურამელაშვილი 50 წლის იუბილეს ქველმოქმედებას უძღვნის

გია სურამელაშვილი 50 წლის იუბილეს ქველმოქმედებას უძღვნის

25 იანვარს ქართველი მომღერალი გია სურამელაშვილი საკუთარ დაბადების დღეს - 50 წლის იუბილეს, ქველმოქმედებას მიუძღვნის.

გია სურამელაშვილი მეგობრებთან ერთად და "V.M.PRODUCTION" დირექტორი ჯიმი მაქაცარისა და ნინო სოხურაშვილის სახელობის ფონდის ორგანიზებით, რესტორან "ბარაკონში" მისულ სტუმრებს დაუვიწყარ საღამოს სთავაზობს. 

ღონისძიებაზე შემოსული თანხა კი მთლიანად გადაირიცხება თემო სხულუხიას დასახმარებლად. ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება.