დონალდ ტრამპი სავარაუდოდ საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს

დონალდ ტრამპი სავარაუდოდ საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტეხასის შტატში, მექსიკის საზღვართან ჩავიდა, სადაც მესაზღვრეებსა და უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებს შეხვდა. მანამდე გაკეთებულ სატელევიზიო მიმართვაში დონალდ ტრამპმა სამხრეთის საზღვარზე შექმნილ ვითარებას ჰუმანიტარული კრიზისი უწოდა.

მედიასთან საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობასთან დაკავშირებით კონგრესთან შეთანხმებას ვერ მიაღწევს, დიდი ალბათობით საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აბსოლუტური უფლება აქვს.

აშშ-ის მთავრობამ მუშაობა ნაწილობრივ 22 დეკემბერს შეაჩერა და კვლავ უცნობია, თუ როდის განაახლებენ მუშაობას სახელმწიფო უწყებები.  დონალდ ტრამპი მექსიკასთან დამცავი კედლის დასაფინანსებლად $5 მილიარდს ითხოვს, რასაც „დემოკრატები“ ეწინააღმდეგებიან. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მუშაობის შეწყვეტას ინგლისურად shutdown (დახურვა, შეჩერება) ჰქვია.