"რ2ის ეთერიდან არ ჩამოდიხართ, რანაირად დაგბლოკეს?" - ახალი ვარსკვლავური დაპირისპირება დაიწყო

მუსიკოსი დავით არჩვაძე ხმაურიანი განცხადებებით და მითუმეტეს სკანდალებით არასდროს გამოირჩეოდა, მაგრამ ბოლო დროს ის უკვე მეორე სკანდალის ობიექტი გახდა.

გვიან ღამით არჩვაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის თოქ-შოუებში დაბლოკილია.

"პროფილმა 1 წლის წინ დამბლოკა საკუთარი აზრის გამოხატვის გამო ‼️ 1 თვის წინ პრაიმ შოუმ -აფხაზეთის სიმღერის გამო ( რომ ნანუკასთან წავიღე კლიპი) და დღეს ნანუკამაც უარი მითხრა".

არჩვაძის პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. მათ შორის ნიკა გვარამიასგან, რომელსაც გთავაზობთ.

ნიკა გვარამია: უკაცრავად,  რ2ის ეთერიდან არ ჩამოდიხართ, რ2ის ლოგოსავით ხართ ფაქტიურად. რანაირად დაგბლოკეს?

გადაცემები რომ არ გეყოთ, ჩემმი ცოლის დაქალებშიც თქვენ გამოჩნდით და ახლა კურიერის წაყვანა თუ გინდათ, ეგ არ ვიცი.

დათო არჩვაძე: Nika Gvaramia რუსთავი2-მა არ დამბლოკა და არც Nanuka Zhorzholiani -ს შოუმ ‼️ იქ გარკვევით მიწერია რომელმა გადაცემამ დამბლოკა და რა მიზეზით. ძალიან გული მწყდება რომ იმ შოუს მსგავსად თქვენც მაყვედრით თქვენს არხზე ოდესმე კარგი პროექტითა თუ სიმღერით სტუმრობას.

ნიკა გვარამია: ბოდიში, ვინ დაგბლოკათ და რა აზრის გამოხატვის გამო? საერთოდ ვერ ვხვდები რაზე საუბრობთ. ამას გარდა, ვინ გაყვედრით და რას? საიდან დაასკვენით და რატომ გადაწყვიტეთ.

დათო არჩვაძე: მე სრული უფლება მქონდა შარშან ესა თუ ის კონკურსანტი მომწონებოდა ან არა მაგრამ ანათემას გადამცეს და დამაბრალეა რომ “მხოლოდ ქართულს”-როგორც პროექტს ვაკრიტიკებდი და შემდეგ შესაბამისად მომიკვეთეს შოუდანაც და პროექტიდანაც და მგონი არ ვარ ჩემი მოღვაწეობით და შემოქმედებით ამ ყველაფრის ღირსი.

მაია ასათიანის გადაცემაში დათო არჩვაძე სტუმრად მას შემდეგ აღარ ყოფილა, როცა მან საკუთარი აზრი გამოთქვა "მხოლოდ ქართულის" წინა სეზონის ერთ-ერთი მონაწილის მიმართ, რომელიც ქუჩის მუსიკოსია.

„მთელი ცხოვრება „რუსთავი 2“ შენს სიმღერებს რომ აპიარებს, 10 წელი ყველა გადაცემაში სასურველი სტუმარი რომ ხარ, მათ შორის ერთ-ერთში ლამის რომ ცხოვრობდი, ცოტა უხერხული ხომ არაა, ამ არხის ახალ პროექტს საჯაროდ რომ ებრძვი, თან ვის უპირისპირდები? ბიჭს, რომელიც ქუჩაში მღერის, თავი რომ გაიტანოს! სიყვარული მე ვიცი ორმხრივი!“- დაწერა მაშინ ასათიანმა.

დათო არჩვაძემ ნიკა გვარამიას სწორედ ეს ძველი დაპირისპირება გაახსენა, რაზეც გვარამიამ შემდეგი პასუხი გასცა.

ნიკა გვარამია: თქვენ შეგითანხმოთ აზრს როდის და როგორ გამოხატავს? ან ეს დაბლოკვა რატოა? ან დაბლოკილი როგორ ხართ, მართლა ეთერიდან არ ჩამოდიხართ, სერიალშიც კი თქვენ ხართ. დიდი ბოდიში, მაგრამ სრულიად არაადეკვატური მგონია თქვენი ქცევაც და პრეტენზიებიც,