სკანდალი რომელმაც ე.წ. ღორის გრიპი გადაფარა - პროდუსერების პასუხი დათო არჩვაძეს

სკანდალი რომელმაც ე.წ. ღორის გრიპი გადაფარა - პროდუსერების პასუხი დათო არჩვაძეს

დათო არჩვაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერს იმის შესახებ, რომ ორი მთავარი არხის თოქშოუებში დაბლოკილია. როგორც მომღერალი და კომპოზიტორი აღნიშნავს: „პროფილმა 1 წლის წინ დამბლოკა საკუთარი აზრის გამოხატვის გამო, 1 თვის წინ „პრაიმშოუმ“ აფხაზეთის სიმღერის გამო (რომ ნანუკასთან წავიღე კლიპი) და ახლა ნანუკამაც უარი მითხრა“, მოგვიანებით დათომ კომენტარებში განმარტა, რომ ნანუკას ის არ დაუბლოკავს.

მუსიკოსის პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის მისი მხარდასაჭერი პოსტებიც.

დათო არჩვაძის ნიკა გვარამია, ნოე სულაბერიძე და პროფილის პროდუსერი ნიკა ხაჩიძეც გამოეხმაურნენ.

ნოე სულაბერიძე: „Primeshow-ს სახელით გიპროტესტებ სიცრუის ტირაჟირებას, აშკარად მეგობრებად დავიშალეთ ბოლოს და „პრაიმშოუს“ კარი ახლაც ღიაა შენთვის ნებისმიერი ახალი სიმღერის წარსადგენად! (მგონი, ვერც ერთ შემთხვევას ვერ დაგვისახელებ, როდესაც ერთი უარი მაინც მიიღე). ჩვენთან ნიჭი ფასდება (მით უმეტეს, შენნაირი). როგორი ფასწახდენილიც არ უნდა იყოს სტატუსებით ლაპარაკი და ტელეფონის გათიშვა… ასე რომ you are always welcome!.. იმედს ვიტოვებ, რომ აფექტში გაქვს დაწერილი, ან რეალობა დაკარგული ალკოჰოლის ქვეშ“.

ნიკა ხაჩიძე: „აქ უნდა იყოს დათო არჩვაძეზე პოსტი, მაგრამ დრო არ უნდა დაიხარჯოს წერაში უბრალოდ, იხ. “პროფილის” ბოლო 10 წლის გადაცემებში მისი მუდმივი ცხოვრება და მოღვაწეობა“