ირაკლი მაქაცარია იტალიაში, რა მიზანი აქვს ქართველ სექსსიმბოლოს?

ირაკლი მაქაცარია იტალიაში, რა მიზანი აქვს ქართველ სექსსიმბოლოს?

ცნობილი ქართველი ტელეწამყვანი და ბიზნესმენი  - ირაკლი მაქაცარია, რომლისთვისაც გასული წელი კიდევ უფრო დატვირთული იმით გახლდათ, რომ უკრაინული "ცეკვავენ ვარსკვლავების" ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე იყო, ზამთრის ცივ დღეებს იტალიაში ატარებს და სოციალურ ქსელებში უახლეს ფოტოებსაც აქვეყნებს.

ირაკლი ფლორენციაში მეგობრებთან ერთად იმყოფება, მათ შორისაა ცნობილი პროდიუსერიც - ნოე სულაბერიძე.

ირაკლიმ სასიამოვნო მოგზაურობის შესახებ საკუთარი ემოციებიც გაგვიზიარა, "შემიყვარდა ფლორენცია და დიდი ხნის მანძილზე პირველად, საკმაოდ დიდი დრო დავუთმე ქალაქში უბრალოდ სეირნობას, ქალაქში, რომელიც მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში მამაკაცური მოდის ცენტრად იქცევა. აქ წელიწადში ორჯერ იმართება Pitti Uomo-ს გამოფენა, რომელშიც მონაწილეობას ყველაზე გავლენიანი ბრენდები იღებენ, ჩვენც სწორედ იქ მივემართებით,"- დაწერა მან.