იაპონიის ელჩი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

იაპონიის ელჩი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

იაპონიის ელჩი რუსეთის საგარეო უწყებაში გამოიძახეს. ამის მიზეზად კი, იაპონიის ხელისუფლების მიერ კურილის კუნძულების შესახებ განცხადება დასახელდა.

მოსკოვის უკმაყოფილება გამოიწვია იაპონიის პრემიერმინისტრის, სინძო აბეს განცხადებამ, რომელმაც თქვა, რომ კურილის კუნძულების იაპონიისთვის გადაცემის საკითხთან დაკავშირებით აუცილებელია ამ კუნძულების მაცხოვრებლების მოსაზრების გათვალისწინება.

კრემლის უკმაყოფილების მიზეზი ასევე გახდა სინძო აბეს განცხადება, რომელშიც ამბობდა, რომ იაპონია მზად არის, კურილის კუნძულების ომის შემდგომი ოკუპაციისთვის კომპენსაციაზე უარი თქვას.

გასული წლის სექტემბერში პუტინმა სინძო აბეს სამშვიდობო შეთანხმება ყოველგვარი მოსამზადებელი წინაპირობების გარეშე წლის ბოლომდე შესთავაზა, თუმცა მაშინ იაპონიამ ეს წინადადება არ მიიღო და განაცხადა, რომ მშვიდობა ვერ იქნება, სანამ კურილის საკითხი არ გადაწყდება

ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო მოლაპარაკება უკვე 70 წელიწადია ვერ ხერხდება. ამისათვის იაპონია ოთხი კუნძულის დაბრუნებას მოითხოვს. მოსკოვი კი მიიჩნევს, რომ ეს კუნძულები საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შევიდა და მათი სუვერენიტეტის საკითხი უდავოა.