ტრაგიკომედია: ქუთაისის საავადმყოფოში მიცვალებულები აერიათ, ოჯახს 5 დღე არაფერი გაუგია

ტრაგიკომედია: ქუთაისის საავადმყოფოში მიცვალებულები აერიათ, ოჯახს 5 დღე არაფერი გაუგია

ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში მიცვალებულები აერიათ. მომხდარის შედეგად, ხარაგაულის სოფელ საქასრიაში მცხოვრებ ოჯახს სხვა მიცვალებული გაატანეს. ოჯახმა შეცდომის შესახებ მას შემდეგ შეიტყო, რაც საკუთარი მიცვალებული სახლში მოუყვანეს, ხოლო შეცდომით გატანებული  მიცვალებული ამოასვენეს  და წაიყვანეს.

"83 წლამდე ქალი იყო გარდაცვლილი. მიკვირს, ხუთი დღის განმავლობაში ოჯახმა როგორ არ ნახა მიცვალებული. მეორე მიცვალებული წყალტუბოს თუ საჩხერის მკვიდრია. მისმა ოჯახმა რომ ვერ იცნო მიცვალებული, საავადმყოფოს მიაკითხეს. ქუთაისში, თანამედროვე ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალურ ცენტრში მოხდა ეს ამბავი. ახალი საავადმყოფოა. თავიდან საავადმყოფოში ოჯახისთვის ყვირილი დაუწყიათ, თქვენი მიცვალებული რად გვინდაო, თუმცა ოჯახმა მაინც გაარკვია. ჩვენი მიცვალებული რომ მოგვიყვანეს, თავიანთი, რომელიც დამარხული იყო, ამოასვენეს და წაიყვანეს", - განუცხადეს ახალი ამბების სააგენტო topnews.com.ge-ს.