"ქართული ოცნება“ არ დაიშლება

“ქართული ოცნების” დეპუტატის, ენძელა მაჭავარიანის განცხადებით,  მიუხედავად მმართველ გუნდში არსებული დაპირისპირებისა, პარტიას დაშლა არ ემუქრება, რადგან "ქართული ოცნება“ სუსტი არ არის.

"მმართველ გუნდში არსებული დაპირისპირება პარტიის დაშლას არ გამოიწვევს, რადგან „ქართული ოცნება“ ისეთი სუსტი არ არის, რომ არსებულმა განხეთქილებამ დაშლა გამოიწვიოს“, - განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა "2020NEWS“-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, მმართველ გუნდში დაპირისპირება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიის წარდგენას მოჰყვა, რის შემდეგაც, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარემ, ეკა ბესელიამ თანამდებობა დატოვა.

სწორედ ამის შემდეგ, მმართველი გუნდი რამდენიმე ბანაკად გაიყო. ბესელიას მომხრეები, მოწინააღმდეგეები და დეპუტატები, რომლებიც არც ერთ ჯგუფს არ მიეკუთვნებიან.