საქართველოში H1N1 ვირუსით 6 ადამიანია გარდაცვლილი.
მხოლოდ გუშინ 2 ადამიანი გარდაიცვალა 39 წლის ქალი და 29 წლის ბიჭი.
სამი შვილის დედის გარდაცვალებას კატეგორიულად უარყოფენ ოჯახის წევრები. მათი თქმით, გარდაცვალების მიზეზი ფილტვების მწვავე ანთება გახდა.
რაც შეეხება, 29 წლი ბიჭს, ის ზუგდიდიდან ოჯახის მოთხოვნით, ინგოროყვას კლინიკაში გადმოიყვანეს. ვირუსის პროვოცირების მიზეზი სიმსუქნე გახდა.
ექიმების რეკომენდაციით, მკურნალობა გრიპის სიმპტომების გამოვლენიდან 48 საათში უნდა დაიწყოს.