საქართველოს ჭეშმარიტი მეგობრის ფედერიკა მოგერინის მადლობელი ვართ იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირის ახლო და მნიშვნელოვან პარტნიორს უწოდებს. ეს იმის დასტურია, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებმა მაღალ დონეს მიაღწიეს და რომ საქართველოს ევროკავშირისთვის მნიშვნელობა აქვს, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ფედერიკა მოგერინის.
ფედერიკა მოგერინიმ 2018 წლის მთავარ მოვლენებს შორის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს სტუმრობა დაასახელა.
„ოქტომბერს პატივი მქონდა გამეხსნა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა. წელს საპატიო სტუმარი საქართველო იყო, ევროკავშირის ახლო და მნიშვნელოვანი პარტნიორი“, – დაწერა ფედერიკა მოგერინიმ.