ახალი წლის პირველ დღეებში დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მცხოვრებნი ერთერთი ყველაზე შთამბეჭედავი მეტეორული წვიმის მომსწრები გახდებიან. მოვლენა განსაკუთრებით კარგად გამოჩნდება ევროპიდან, მათ შორის საქართველოდან. კვადრანტიდების მეტეორული წვიმა 3 იანვრის 23:00 საათზე დაიწყება და 4 იანვრის გამთენიამდე გასტანს.
მეტეორთა ცვენა 28 დეკემბრიდან დაიწყო და 12 იანვრამდე გაგრძელდება, პიკს კი სწორედ 4 იანვარს მიაღწევს. ამ დროისთვის ნაკადის სიჩქარე იქნება 120 მეტეორი საათში. წელს ამ მოვლენას თან ახლავს ახალი მთვარე. შესაბამისად, ცა უფრო ბნელი იქნება.