“თბილისის საახალწლო განათება არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო…”

“თბილისის საახალწლო განათება არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო…”

ახალი დიზაინითა და ილუმინაციებით, საახალწლოდ განათებულ თბილისზე, ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში წერს:

“არაერთ ქვეყანაში შევხვედრილვარ ახალ წელს. არაერთი საშობაო-საახალწლო დეკორაციებით მორთული ქალაქი მინახავს. მაგალითად, ქრისტიანული ქვეყნების ქალაქები – ბერლინი, პრაღა, ბორდო, მიუნხენი, მოსკოვი, პარიზი, მანილა, ვარშავა, სტრასბურგი, ასევე, არაქრისტიანულიც – ქაირო, დელი, კუალალუმპური, ბეიჯინგი (პეკინი) კოლომბო, ბანგკონკი, მანამა, შანხაი, ჰანოი და ასე შემდეგ (პატარა ქალაქებს აღარც ვახსენებ), მაგრამ ბოლო ათი წელია, თბილისის საახალწლო განათება არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო.

დროა, თბილისი გახდეს მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი საშობაო-საახალწლო ქალაქი და ამ მხრივ დიდი ტურისტული კამპანია დაიწყოს”