“ჯადოქარი“ ცეკვას იწყებს

“ჯადოქარი“ ცეკვას იწყებს

ცნობილმა მსახიობმა – დენიელ რედკლიფმა, რომელიც მსოფლიომ “ჰარი პოტერის“ როლის შესრულებით გაიცნო, ბავშვობის ასაკს კარგა ხანია გადააბიჯა და მას შემდეგ, რაც “პოტერიადა“ სამუდამოდ დაასრულა, სხვა ფილმებზე დაიწყო ფიქრი.

რედკლიფს მალევე მოუვიდა მოწვევა, ოღონდ არა ფილმიდან, არამედ ბროდვეიდან, სადაც მას შესთავაზეს მონაწილეობა მიუზიკლიში, სახელწოდებით: “დამწყებთათვის ბიზნესში წარმატების საიდუმლოება“. ამ მიუზიკლში,  მსახიობი შეასრულებს ფანჯრების მწმენდავი ახალგაზრდა ბიჭის როლს, რომელიც გადააწყდა წიგნს, სადაც აღწერილია, ბიზნესში წარმატების ხერხები. ფანჯრების მწმენდავი წიგნში მოცემული რჩევების კარგი განმახორციელებელი აღმოჩნდება და სულ მალე, მართლაც დიდი და ცნობილი ბიზნესმენ გახდება.

დენიელ რედკლიფს ძალიან მოეწონა თავისი ახალი როლი და უმალვე დაინტერესდა შემოთავაზებით. თუმცა, პრობლემა ის არის, რომ ახალგაზრდა მსახიობს ცეკვა მაინცა და მაინც არ ეხერხება. აღნიშნულ მიუზიკლში კი, ცეკვის ცოდნა მთავარი გმირისათვის აუცილებელია. ამ პრობლემის მოსაგვარებლა, დენიელი სპეციალურად მისთვის დაქირავებული ცეკვის მასწავლებლის მეთვალყურეობის ქვეშ ემზადება და იმედი აქვს, რომ 2001 წლის დასაწყისისათვის, როდესაც მიუზიკლი დაიდგმება, ცეკვის ილეთები ნასწავლი ექნება.