2019 წლის ასტროლოგიური პროგნოზი

2019 წლის ასტროლოგიური პროგნოზი

2019 წელი ტახის/ღორის წელია. ეს არის ზოდიაქოს მეთორმეტე ნიშანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის ერთგვარი გარდამტეხი წელი იქნება. ერთ-ერთი ასეთი წარმატებული ამერიკელი სუპერმოდელი ჯიჯი ჰადიდია. ჯიჯისთვის 2019 წელი საკმაოდ შრომატევადი იქნება და მიზნის მისაღწევად ბევრი შრომა მოუწევს. OK! გთავაზობთ 2019 წლის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის.

ვერძი ( 21.03-20.04)

ძვირფასო ვერძებო! 2019 წლის პირველ ნახევარში ყურადღების ცენტრში მოექცევით. თქვენი შრომა და მიზანდასახულობა შედეგს გამოიღებს და, მაშასადამე, საკმაოდ ნაყოფიერი წელი გექნებათ. წლის მეორე ნახევარში თქვენთვის ოჯახი და სახლი მნიშვნელოვანი იქნება. სიხარულითა თუ პრობლემებით, თქვენ მთლიანად მასში იქნებით ჩართულნი.

კურო (21.04-20.05)

ძვირფასო კუროებო! 2019 წელს საკუთარ თავში წარმოუდგენელ ძალას აღმოაჩენთ. თქვენ გაგიჩნდებათ უდიდესი სურვილი, დაეუფლოთ ახალ საქმეს და შეიძინოთ უნარ-ჩვევები. განსაკუთრებით სასიამოვნო სიურპრიზებით დატვირთული იქნება 2019 წლის პირველი ნახევარი, ასე რომ, განეწყვეთ დადებითად − სამყარო სიახლეებს გიმზადებთ.

ტყუპები (21.05-21.06)

ძვირფასო ტყუპებო! 2019 თქვენი წელია − ყველა სფეროში წარმატება წინასწარ გარანტირებული გაქვთ. თქვენ შესაძლებლობა გექნებათ აღმოაჩინოთ ახალი ძალა და ენერგია საკუთარ თავში, აგრეთვე მოიწყობთ ნამდვილ თავგადასავლებს, ფორტუნა კი ყოველ ნაბიჯზე თქვენკენ იქნება. ასე რომ, დატკბით, ტყუპებო − ეს თქვენი წელია!

კირჩხიბი ( 22.06-22.07)

ძვირფასო კირჩხიბებო! 2019 წლის დასაწყისშივე მნიშვნელოვნად გაგიუმჯობესდებათ ფინანსური ფონი. თქვენს კარიერაში სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი. ასევე ელოდეთ შემოთავაზებას საზღვარგარეთიდან, რომელიც არაფრისდიდებით არ უნდა გაუშვათ ხელიდან. მთელი წლის განმავლობაში პირად ცხოვრებაში ყველაფერი კარგად გაქვთ. ეს განსაკუთრებით მამაკაც კირჩხიბებს ეხებათ.

ლომი (23.07-23.08)

ძვირფასო ლომებო! ერთმნიშვნელოვნად შეუძლებელია იმის თქმა, 2019 წელი წარმატებას მოგიტანთ თუ წარუმატებლობას. უბრალოდ, ეს წელი მრავალფეროვანი იქნება თქვენთვის. მნიშვნელოვანი უთანხმოება გექნებათ საკუთარ თავთან, ბევრ საკითხთან დაკავშირებით ფიქრი და მსჯელობა მოგიწევთ. ლომებო, ეს წელი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გარეშე ჩაივლის.

ქალწული (24.08-23.09)

ძვირფასო ქალწულებო! 2019 წლის დასაწყისშივე განეწყვეთ ისე, თითქოს ამ წელს ყველაფერი უნდა შეცვალოთ და გვერწმუნეთ, ამას მოახერხებთ კიდეც. დაივიწყეთ კომპლექსები, გახდით მეტად თავდაჯერებული და ცხოვრებისგან მოითხოვეთ ის, რაც ნამდვილად გეკუთვნით. 2019 წლის განმავლობაში, ყველაფერს თავად ქმნით, ასე რომ, ცხოვრებას შემოქმედებითად მიუდექით.

სასწორი (24.09-23.10)

ძვირფასო სასწორებო! 2019 წელი თქვენთვის სასიამოვნო სიახლეებით დაიწყება. მოემზადეთ დიდი ბედნიერებისა და თავბრუდამხვევი წარმატებისთვის. 2019 თქვენთვის ნამდვილად ნაყოფიერი წელი იქნება, ცხოვრება კი საინტერესო შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ. მთავარია, დაინახოთ ისინი და სწორად იმოქმედოთ.

მორიელი (24.10-22.11)

ძვირფასო მორიელებო! 2019 წლის დასაწყისში თქვენი ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება. მოსალოდნელია, რომ ახალი სამსახურიც იპოვოთ. თუმცა გვინდა გაგაფრთხილოთ, რომ წლის პირველ ნახევარში დამატებით სამუშაოს ნუ აიღებთ საკუთარ თავზე, რადგან ამან შესაძლოა სიტუაცია გაგირთულოთ. 2019 წელი თქვენი სასიყვარულო ურთიერთობებისთვის იდეალური პერიოდია.

მშვილდოსანი   (23.11-21.12)

ძვირფასო მშვილდოსნებო! 2019 წლის პირველი და 2 იანვარი, ახალი წლის პირველ დღეებთან ერთად, მთელი წლის ერთგვარი გასაღებიცაა − ის, თუ რას გააკეთებთ ამ დღეებში ან როგორ განწყობაზე იქნებით, დიდ გავლენას მოახდენს 2019 წლის დანარჩენ დღეებზე.

თხის რქა ( 22.12-20.01)

ძვირფასო თხის რქებო! 2019 წელს თქვენი კარიერული შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა განავითაროთ, რადგან ამ წელს არაჩვეულებრივი შანსი მოგეცემათ ამ კუთხით. თქვენი მიზანსწრაფული ხასიათი სწორად მიმართეთ და ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ ყველაფერი გამოგივათ. სასიყვარულო ურთიერთობებს რაც შეეხება, ამ წელს გარკვეულ დათმობებზე მოგიწევთ წასვლა.

მერწყული (21.01-20.02)

ძვირფასო მერწყულებო! 2019 წელი თქვენთვის დაუვიწყარი შთაბეჭდილებების მომტანი იქნება. ახალი წლის პირველსავე დღეებიდან ისეთი რაღაცები გადაგხდებათ თავს, რასაც მთელი წლის განმავლობაში ვერ დაივიწყებთ. 2019 წლის განმავლობაში მზად იყავით დაუგეგმავი სიახლეებისთვის, მოულოდნელი ბედნიერებისთვის, და ისიამოვნეთ ამით.

თევზები ( 21.02-20.03)

ძვირფასო თევზებო! გვინდა გაცნობოთ, რომ 2019 წელი მნიშვნელოვან სიახლეებს გიმზადებთ. დადგა დრო, თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებზე პასუხისმგებლობა აიღოთ. ამ წელს ადამიანები თქვენს გარემოცვაში თავს განსაკუთრებით მშვიდად იგრძნობენ. ისინი თქვენ გენდობიან და ნამდვილ ლიდერებადაც მიგიჩნევენ. ეცადეთ, მათი მოლოდინი გაამართლოთ და საკუთარ შესაძლებლობებში თავადაც დარწმუნდეთ.