43 წლის ამერიკელმა მსახიობმა - ანჯელინა ჯოლიმ, რამდენიმე დღის წინ, BBC-ის ცნობილ გამოცემასთან საუბარში აღნიშნა, რომ მის ცხოვრებაში ცვილებების დრო მოვიდა და თუ კი 20 წლის წინ, ამ გადაწყვეტილებაზე ალბათ გაეღიმებოდა, ახლა ხვდება, რომ იქ არის მისი ადგილი, სადაც ამის საჭიროება არსებობს.
გადაცემის წამყვანმა ჯოლისთან საუბარში აღნიშნა, რომ 2020 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში ჯოლის გვარს ელოდა, რაზეც მსახიობმა მხოლოდ მადლობა გადაუხადა.
თუმცა განაცხადა რომ ახლა ამაზე საუბრის დრო არ იყო, რადგან თვლის რომ ჯერ კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეუძლია ოფიციალური რეგალიის გარეშეც.
„მე მაქვს სახელმწიფო თუ სამხედრო პირებთან მუშაობის გამოცდილება, ამიტომ მაქვს საინტერესო შესაძლებლობა უამრავი სასარგებლო წამოწყების მხარდამჭერი ვიყო, მაშინაც კი თუ ოფიციალური სტატუსი არ მენიჭება“ - აღნიშნა ანჯელინამ.