ალა პუგაჩოვას და მაქსიმ გალკინის ოჯახის მიმართ საზოგადოების ინტერესი არ წყდება. რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყვილი შორდებოდა. ამის მიზეზად რუსი ჟურნალისტი დაასახელეს, მაგრამ ალამ ჭორები რამდენიმე დღეში გააქარწყლა, მაღაზიაში საყიდლებზე წავიდა და სუპერმარკეტში გადაღებული ფოტო, მაქსიმ გალკინმა საკუთარ ინსტაგრამზე დადო.
რა ხდება მათ ოჯახში, ზუსტად არავინ იცის, თუმცა, აღსანიშნავია ერთი ფაქტი. ალა პუგაჩოვა ფილიპ კირკოროვის კონცერტზე იმყოფებოდა, სადაც მას ახლანდელი ქმარი არ ახლდა.
კირკოროვის კონცერტი "Олимпийский"-ში ჩატარდა. სტუმრებს შორის იყვნენ სერგეი ლაზარევი, ანი ლორაკი, ჟასმინი და სხვები. თუმცა, ალა პუგაჩოვა კონცერტის განსაკუთრებული სტუმარი გახლდათ. მან კირკოროვთან დუეტშიც იმღერა.
რაც შეეხება თავად კონცერტს, ფილიპ კირკოროვმა კონცერტზე რამდენჯერმე გამოიცვალა. ალა პუგაჩოვას გარდა, მან არა ერთი დუეტი შეასრულა, მათ შორის იგორ კრიდთან.
კონცერტის დასრულების შემდეგ, მომღერალი უახლოეს მეგობრებთან ერთად კარაოკე ბარს ესტუმრა, სადაც წარმატებული ღონისძიება აღნიშნა.