რატომ საუბრობს საზოგადოება მეგანისა და პრინცი ჰარის დაშორებაზე?

რატომ საუბრობს საზოგადოება მეგანისა და პრინცი ჰარის დაშორებაზე?

2018 წელი მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის რომანტიკული ქორწილით გახდა ბრიტანეთის სამეფო ოჯახისთვის განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი, წყვილის თითოეული გამოჩენა ქვეყანაში და მის საზღვრებს გარეთ მილიონობით ადამიანი მოუთმენლად ელის ხოლმე, მაგრამ რატომღაც ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყვილი მომავალში აუცილებლად დაშორდება.

სანამ საქმე მეგანისა და მისი მამის - თომას მარკლის დაუსრულებელ დრამასა თუ ნახევარდის სკანდალურ ქცევებს ეხებოდა, ბრიტანელები ყოველთვის მხარს უჭერდნენ სასექსის ჰერცოგინიას, მაგრამ აღმოჩნდა სამეფო ოჯახის ისეთი ექსპერტიც, რომელმაც ცოლ-ქმრის დაშორება იწინასწარმეტყველა.

საქმე ეხება AJ Benza-ა-ს, რომელიც შოუბიზნესის ყოფილი რეპორტიორი და კომენტატორი გახლდათ, მამაკაცი, რომელსაც თითქმის ოცდაათწლიანი გამოცდილება აქვს ვარსკვლავებთან მუშაობის, ამბობს რომ წყვილის ქორწინება დიდხანს არ გასტანს.

„მე ბედნიერი ვარ მის გამო, მეგანმა ზღაპრული ცხოვრება მოიწყო, მაგრამ ვფიქრობ არავინ შეწუხდება თუ მათ ურთიერთობაში ბზარი გაჩნდება“ - დაამატა მან.

ინფორმაცია უამრავმა უცხოურმა გამოცემამ აიტაცა, თუმცა ცხადია, რომ ეს მხოლოდ ყოფილი კომენტატორის სუბიექტური აზრია.