ჭორები გაფანტულია: შაკირამ იშვიათი ოჯახური სელფი გამოაქვეყნა

ჭორები გაფანტულია: შაკირამ იშვიათი ოჯახური სელფი გამოაქვეყნა

41 წლის მომღერალი შაკირა, საკუთარ თაყვანისმცემლებს ოჯახური ფოტოებით იშვიათად ანებივრებს, თუმცა ამ საახალწლოდ ნამდვილი სიურპრიზი მოუწყო.

მომღერალმა სოციალურ ქსელში 31 წლის ქმართან, ჟერარ პიკესთან და შვილებთან ერთად გადაღებული იშვიათი ფოტო გამოაქვეყნა.

"ბედნიერი დღესასწაულები" - წერს შაკირა ფოტოს კომენტირებისას.

ფოტოს გამოხმაურებებიც მოჰყვა.

"ულამაზესი ოჯახი ხართ", "ყველაფერი საუკეთესო თქვენ და თქვენს ოჯახს", "გვიყვარხართ" - წერენ კომენტარებში.

შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია წყვილის დაშორების შესახებ, მაგრამ ამ სელფით მომღერალმა ჭორები გააქარწყლა.