ილო ბეროშვილი გრძნობებს აღარ მალავს - მსახიობმა დაბადების დღე შეყვარებულთან ერთად აღნიშნა

ილო ბეროშვილი გრძნობებს აღარ მალავს - მსახიობმა დაბადების დღე შეყვარებულთან ერთად აღნიშნა

მსახიობი ილო ბეროშვილი იუბილარია. ის 37 წლის გახდა. "ჩცდ"-ს მთავარ გმირს და "მხოლოდ ქართულის" ერთ-ერთ წამყვანს, მეგობრებმა გვიან ღამით სიურპრიზი მოუწყვეს და დაბადების დღე, ერთ-ერთ ბარში მიულოცეს.

როგორც ბახვა ბრეგვაძის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, ილო ბეროშვილი ამ სიურპრიზმა ძალიან გაახარა. მან სადღესასწაულო სანთლების ჩაქრობამდე პირჯვარიც კი გადაიწერა.

ილოსთან და მის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა ბარში, მსახიობის ახალი სიყვარული - ანი ბებია.

სანთლების ჩაქრობის შემდეგ ილომ ანის ვნებიანად აკოცა.

ილო ბეროშვილი და ანი ბებია წარსულში იყვნენ დაქორწინებულები, მაგრამ ოჯახი ორივეს დაენგრა, მათი წყვილი სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" თამაშობს. თუმცა შეუყვარდებათ თუ არა ერთმანეთი სერიალშიც ჯერჯერობით უცნობია.