პარიზის ერთ-ერთ ვაგზალზე ასაფეთქებლით ჟანდარმი დააკავეს

პარიზის ერთ-ერთ ვაგზალზე ასაფეთქებლით ჟანდარმი დააკავეს

საფრანგეთში ერთ-ერთ უმსხვილეს - ლიონის ვაგზალზე, პარიზში, პოლიციელებმა დააკავეს ჟანდარმი, რომელსაც თან ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა. ამის შესახებ Le Figaro წერს.

ბომბი მორიგი შემოწმების დროს აღმოაჩინეს. ჟანდარმი პოლიციელებთან წინააღმდეგობის გაწევას შეეცადა, მაგრამ საბოლოოდ მისი მიყვანა პოლიციის განყოფილებაში მოხერხდა. 96 საათის შემდეგ, რა დროშიც ის არაერთხელ დაიკითხა, ჟანდარმს ბრალი წაუყენეს.

ჯერჯერობით ცნობილი არ არის დანაშაულის ჩადენის მოტივი.  ასევე არ ხმაურდება მისი ვინაობა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ დაიბადა 1989 წელს და მანამდე სახმელეთო ძალებში მსახურობდა ასაფეთქებელი მოწყობილობების მიმართულებით.