თეთრი სახლი: ავღანეთიდან სამხედრო ძალების გაყვანაზე ტრამპს ბრძანება არ გაუცია

თეთრი სახლი: ავღანეთიდან სამხედრო ძალების გაყვანაზე ტრამპს ბრძანება არ გაუცია

თეთრი სახლის უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელი ჰარეტ მარკისის განცხადებით, ავღანეთში აშშ-ის ჯარების შემცირების ან მათი გამოყვანის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია და არც მსგავსი ბრძანება გაუცია. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

მანამდე გამოცემა Wall Street Journal-მა გაავრცელა ცნობა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია ავღანეთში სამხედრო კონტიგენტის შემცირების საკითხს განიხილავს. CNN-ი კი იუწყებოდა, რომ ეს კონტიგენტი განახევრდება - 7 ათას სამხედრო მოსამსახურემდე.

ავღანეთში ამერიკული შენაერთები 2001 წლიდან იმყოფება. ამჟამად იქ 14 ათასი სამხედრო მოსამსახურეა. ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს მათი რაოდენობა 10 ათასზე ნაკლები იყო.