რას წერს ლიზა ყენია ნინი ბადურაშვილის შესახებ

რას წერს ლიზა ყენია ნინი ბადურაშვილის შესახებ

მომღერალი ნინი ბადურაშვილი იუბილარია. ნინი 33 წლის გახდა.

ბადურაშვილი ბავშვობიდან პოპულარულია და მას უამრავი გოგონა ბაძავდა, მათ შორის ლიზა ყენიაც იყო.

ლიზა მაია ჯაბუას ქალიშვილია, მომღერლების დედები მეგობრობენ და ბუნებრივია, შვილებსაც გამორჩეული ურთიერთობა აქვთ.

ნინის ლიზამ დაბადების დღე სოციალურ ქსელში ემოციურად მიულოცა.

"ჯერ კიდევ 5 წლის ლიზასთვის იყავი მისაბაძი გოგო დაო და დღესაც და მუდამ ასე იქნება .

გილოცავ პირველ რიგში იმას რომ ხარ საოცარი ადამიანი, უმაგრესი მეგობარი და რომ გაქვს ყველა ის თვისება რომელიც გათქმევინებს რომ ხარ სამაგალითო.

მინდა რომ უბრალოდ ყველაზე ბედნიერი იყო . მიყვარხარ ნინო", - წერს ლიზა ყენია.