"ნანა ჟორჟოლიანო !!! ეს შენ ხარ ვიცი ზუსტად" - რაში სდებს ბრალს ერეკლე კოდუა ნანუკა ჟორჟოლიანს

ნანუკა ჟორჟოლიანის და ერეკლე კოდუას გარშემო არსებული სკანდალი გრძელდება. ერთი კვირის წინ, ჟორჟოლიანმა "პროფილს" გულახდილი ინტერვიუ მისცა, სადაც ერეკლე კოდუასთან დაშორების მიზეზებზე ისაუბრა. მეორე დღეს, კოდუამ სოციალურ ქსელში ახალ სიყვარულთან, კატია დიდასთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ეს მისი სიყვარულია.

ერეკლე კოდუას ფოტოს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, ზოგი მას მოღალატე ქმარს ეძახდა, ზოგი კი კატიას და ნანუკას შორის, ნანუკას უწოდებდა საუკეთესოს.

მოგვიანებით, კოდუას ფოტოზე კომენტარი დაწერა, წყვილის შვილმა, საბა კოდუამ. რომელმაც ხალხს სთხოვა, მსგავსი კომენტარებისგან თავი შეეკავებინათ.

"გთხოვთ თქვენ საქმეს მიხედოთ, ეს მათი ცხოვრებაა და არა თქვენი"- დაწერა საბა კოდუამ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა ეს კომენტარი არა საბას, არამედ ნანუკას დაუწერია.

„Saba Koddua ნანა ჟორჟოლიანო !!!! ნუ ხმარობ საბას facebooks! ეს შენ ხარ ვიცი ზუსტად!“ - ასე მიმართა ერეკლე კოდუამ ყოფილ მეუღლეს.