გაგიმართლებთ სიყვარულში! სრული სასიყვარულო პროგნოზი 2019 წლისთვის

გაგიმართლებთ სიყვარულში! სრული სასიყვარულო პროგნოზი 2019 წლისთვის

გაინტერესებთ რა გელით ყვითელი ღორის წელში? სასიყვარულო თავგადასავალი თუ ვნებიანი რომანი? იქნებ, მშვიდი ოჯახური სიმყუდროვე? გთავაზობთ სრულ, ასტროლოგიურ სასიყვარულო პროგნოზს ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის.

ვერძი

თავადაც გაგიკვირდებათ, მაგრამ ვნებასა და ემოციების ფრქვევას მშვიდი, საოჯახო ცხოვრება გესიამოვნებათ. მარტოხელებს სასიამოვნო ნაცნობობა გელით, მაგრამ ეს დიდ ურთიერთობაში არ გადაიზრდება. რომანტიკულ მოგონებად დარჩება.

კურო

ახალი ნაცნობობისა და უკვე არსებული ურთიერთობის გაუმჯობესების დღეა. თუ შეყვარებულთან დაქორწინებას გეგმავდით, ეს საუკეთესო წელია, ოჯახის შესაქმნელად. თუ "მეორე ნახევრის" ძიებაში ხართ, მეტი ინიციატივა უნდა გამოვლინოთ და ღორის წელში აუცილებლად დაწყვილდებით.

ტყუპი

რომანტიკული თავგადასავლებით აღსავსე წელი გელით. სასიამოვნო ნაცნობობა დაუვიწყარ რომანში გადაიზრდება. თუ თქვენთვის თავისუფლება მნიშვნელოვანია, გაფრთხილდით, რადგან ერთ-ერთი ნაცნობობა შეძლება საბედისწერო აღმოჩნდეს.

კირჩხიბი

კარიერა, სწავლა და განვითარება გსურთ. მაგრამ ამის მიუხედავად, სასიყვარულო პერიპეტიები მაინც პრიორიტეტული იქნება თქვენთვის. რომანტიკული ურთიერთობა შეიძლება სერიოზულში გადაიზარდოს. დასამახსოვრებელი იქნება წლის ბოლო სამი თვე.

ლომი

თავბრუდამხვევი და ბრწყინვალე წელი გელით სიყვარულის თვალსაზრისით. დიდი ხნის დაქორწინებულებიც კი გადაახალისებენ ურთიერთობას. მარტოხელები კი, ვისკენაც აღფრთოვანებულ მზერას მიმართავენ, ყველას დაატყვევებენ სიყვარულით.

ქალწული

პირველი ექვსი თქვე ისეთი დაკტვირთული იქნებით კარიერით, სწავლით თუ ვალდებულებებით, რომ რომანტიკა ვერ მოგაცდენთ. ივლისში საბედისწერო შეხვედრა გელით. მთავარია, თავად იყოთ მზად იყოთ სასიამოვნო თავგადასავლისთვის, რომელიც შეიძლება ბედნიერი ქორწინებით დაგვირგვინდეს.

სასწორი

12 თვის განმავლობაში თქვენ გვერდით მუდამ გამოჩნდებიან ადამიანები რომლებიც თქვენს გაბედნიერებას შეეცდებიან. შეიძლება ახალგაცნობილთანაც კი შექმნათ ბედნიერი ოჯახი. ნუ ორჭოფობთ, ყური დაუგდეთ გულის ხმას, ყვითელი ღორი ბედნიერ ქორწინებას გპირდებათ.

მორიელი

შეხვდებით ადამიანს, რომელთანაც ხანგრძლივ და მყარ კავშირს შექმნით. თუმცა, მას თქვენი ჭირვეულობითა და ეჭვებით ნუ გააწამებთ. რაც უფრო მოთოკავთ მავნე ჩვევებს, მით ბედნიერი იქნებით პირად ცხოვრებაში.

მშვილდოსანი

მარტოხელები იმ ერთადერთსა და განუმეორებელს შეხვდებიან, რომელთანაც ოჯახურ სიმყუდოვეს შექმნიან. ხოლო შეყვარებულები ნუ გადადებთ ქორწინებას, ღორი მყარი და ბედნიერი ოჯახის შექმნას გპირდებათ.

თხის რქა

ვარსკვლავები გირჩევენ, ცოტა ხნით გვერდზე გადადოთ კარიერა, სამსახური, ვალდებულებები და 2019 წელი პირადი ცხოვრების გაუმჯობესება/მოწყობას დაუთმოთ. რომანტიკის, სიყვარულისა და სიმყუდროვის წელი დაგიდგათ. იყავით მომთმენი და ოჯახური ბედნიერებით დაჯილდოვდებით.

მერწყული

ვარსკვლავები მოულოდნელ გაფრთხილებას გაძლევენ: ახალგაცნობილებს მანამ ნუ მიუშვებთ ახლოს, სანამ კარგად არ გაიცნობთ. მხოლოდ იმ ადამიანებს გაუღეთ გულის კარი, ვინც სიხარულს, საიმედოობასა და სითბოს გპირდებათ.

თევზები

ერთ-ერთი საუკეთესო წელი დაგიდგათ ბედნიერებისა და სიყვარულისთვის. მომდევნო 12 თვე რომანტიკასა და სიხარულს მოგიტანთ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით. შეყვარებულებს - ბედნიერი ოჯახის შექმნა.