რატომ არის ქეთა თოფურია ყოფილი მეგობარი ბიჭის მადლიერი?

რატომ არის ქეთა თოფურია ყოფილი მეგობარი ბიჭის მადლიერი?

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი - ქეთა თოფურია, ცოტა ხნის წინ, გუფის სახელით ცნობილ რეპერს დაშორდა, რისი მიზეზიც ღალატი გახდა. რეპერი ერთ-ერთ გოგონას ხვდებოდა, რომელმაც გადაწყვიტა რომ ურთიერთობა გაესაჯაროებინა.

მომღერალმა პირველი კომენტარი, რომელიც ყოფილ მეგობარ ბიჭს ეხებოდა, ინსტაგრამის მეშვეობით გააკეთა.

"არ ვიცი, შესაძლოა, იმის შესახებ, რომ მარტოობის ძალიან მეშინია, ადრეც მისაუბრია, ეს იყო მიზეზი იმისა, რომ მარტო არასდროს ვრჩებოდი, ახლა კი, ვაანალიზებ რომ შეცდომაა გეშინოდეს საკუთარ თავთან შეხვედრის... ახლა ჩემთვის კომფორტული გახდა მარტოობა, ზოგჯერ მოსაწყენია, მაგრამ დავუმეგობრდი საკუთარ თავს, ვისწავლე მისი მოსმენა და ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ თითოეულმა თქვენგანმაც საკუთარი თავთან თუნდაც ერთი საათი მაინც გაატაროს დღეში" - დაწერა მან.

რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ გლამურულ ფოტოს კი, კიდევ ერთი ტექსტი დაურთო.

„ეცადეთ, სიბრაზე გულში დიდხანს არ გაიჩეროთ და გაუგოთ თითოეულ მათგანს, რომელიც ცხოვრების გზაზე შეგხვდებათ, სწორედ მაშინ მოგინდებათ მათთვის მადლობის გადახდა“.

ბუნებრივია, შინაარსიდან გამომდინარე, გულშემატკივრებმა ეს ტექსტი გუფის დაუკავშირეს, რაც კომენტარებიდანაც ჩანს.