10 ნატურალური წამალი, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ

10 ნატურალური წამალი, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ

მედიკამენტების უმეტესობას უკუჩვენება აქვს. ამიტომ, სანამ წამალს დალევდეთ ან მალამოს გამოიყენებდეთ, გაიხსენეთ, რომ ზოგიერთმა ნატურალურმა პროდუქტმა შეიძლება საუკეთესოდ გიმკურნალოთ.

უსიამოვნო სუნს პირში მოიშორებთ, თუ ლიმონის წვენს გამოივლებთ ან ორ ჩაის კოვზ მაწონს შეჭამთ.

ყელის ტკივილისას დაჭყლიტეთ 6 კბილი ნიორი, გახსენით თბილ წყალში და გამოივლეთ დღეში ორჯერ.

ფეხების ოფლიანობისას კვირაში ორჯერ გაიკეთეთ ძმრის აბაზანები ან მუქი ჩაის ფერის აბაზანები.

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. წაისვით დაზიანებულ კანზე დღეში სამჯერ.

გულისრევის შეგრძნებას შეებრძოლებით ჯანჯაფილით. მისი ფესვი გახეხეთ, დაუმატეთ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 10 წუთი, დალევამდე ჭიქაში ჩააგდეთ ყინულის ნაჭერი.

კბილების სიყვითლეს მოიშორებთ, თუ სოდას დაუმატებთ გახეხილ მარწყვს და ასეთი კბილის პასტით გამოიხეხავთ კბილებს.

ხველებას მოგიხსნით შავი შოკოლადი, რომელიც ჩაგიდნებათ ყელში.

შებერილობისას დალიეთ პიტნის თბილი ჩაი.

თუ უძილობა გაწუხებთ, ძილის წინ შეჭამეთ 1 მუჭა კენკრა ან ფეხები ცხელი წყლით დაიბანეთ. ეს დაგეხმარებათ მოდუნებასა და დაძინებაში.

სილურჯე თვალებქვეშ გაგიქრებათ, თუ გამოყენებულ ჩაის პაკეტს გააცივებთ (თუნდაც მაცივარში) და თვალებზე 10 წუთის განმავლობაში დაიდებთ.