რომელი ქართველები გახდნენ სალვადორ დალის „მუზები“- 10 უცნობი ფაქტი „სურრეალიზმის მამის“ შესახებ

რომელი ქართველები გახდნენ სალვადორ დალის „მუზები“- 10 უცნობი ფაქტი „სურრეალიზმის მამის“ შესახებ

გრძელი, გადაპრეხილი ულვაშები და დიდი შავი თვალები - ეს სალვადორ დალის ვიზუალის მთავრი განმასხვავებელი შტრიხებია. მის შემოქმედებას ზოგჯერ სატანურს, ზოგჯერაც წინასწარმეტყველურს უწოდებენ. ქართველებისთვის დიდი მნიშვნელობის მატარებელია ნახატი „გეოპოლიტიკური პირმშო“, რომელიც ნატოს შტაბ-ბინას ამშვენებს. მის შესახებ უამრავი მითი თუ რეალობა დაწერილა, თუმცა ახლა მხოლოდ იმ ფაქტებზე გიამბობთ, რომლებიც უთოუდ სიმართლეა, მაგრამ გარკვეულწილად, დამაბნეველი და გასაოცარი:

მთელი ბავშვობა მზარეულობაზე ოცნებობდა. მისი კულინარიული წიგნით პარიზის რესტორნები ხელმძღვანელობდნენ.

სწამდა რეინკარნაციის. მთელი ცხოვრება ფიქრობდა , რომ გარდაცვლილი უფროსი ძმის სული მის სხეულში აგრძელებდა ცხოვრებას.

სამხატვრო აკადემიიდან გამოცდებში ჩაჭრის გამო გარიცხეს. „მე უფრო განათლებული ვარ, ვიდრე ერთად აღებული ჩემი სამი პროფესორი, თუმცა ეს ვის აინტერესებს“, - ამბობდა ის.

მიუხედავად იმისა, რომ სურრეალიზმის მამად ითვლებოდა, სურრეალისტი მხატვრები მის მიმართ კეთილგანწყობილნი სულაც არ იყვნენ. ანდრეი ბრეტონი სურრეალისტების ჯგუფიდან მის გარიცხავს ითხოვდა. დალის ის კონტრრევოლუციურ ქმედებებსა და ფაშიზმის დიდებაში სდებდა ბრალს. სალვადორი მართლაც აღმერთებდა ჰიტლერს - „მე ისევე ვარ შეპყრობილი ჰიტლერით, როგორც კაცები - ქალებით“,- ამბობდა ის.

მისი ცხოვრების სიყვარული ელენე ივანოვნა, იგივე გალა იყო. ის ჯერ ფრანგი პოეტის პოლ ელუარის მეუღლე გახლდათ.

“ყველაზე საინტერესო მსოფლიოში – ეს მე და გალა ვართ, მეორე ადგილზე მე ვარ, მესამეზე კი – სხვა ყველაფერი, რა თქმა უნდა ჩემი და გალას ჩათვლით”,- ამბობდა დალი.

„ჩუპა-ჩუპსის“ ლოგოს დიზაინი სალვადორ დალის ეკუთვნის.

მუშაობდა ჟურნალ Vogue-ს ყდებზე. მისი პირველი ნამუშევარი 1938 წლის დეკემბრის ნომერს ამშვენებდა. მოგვიანებით მან ჟურნალის რედაქტორის მოვალეობებიც შეითავსა.

დალიმ თავად შექმნა საკუთარი მუზეუმი და სიცოცხლის ბოლო წლებიც იქ გაატარა. მისივე სურვილით, სცენის ქვეშაა დაკრძალული. მას ყოველწლიურად მილიონზე მეტი ვიზიტორი ჰყავს.

არც თუ ისე დიდი ხნის წინ მკვლევრების ყურადღება დალის ნამუშევარმა მიიპყრო, რომელზეც ქართველი თავადი დავით გურიელია გამოსახული. როგორც გაირკვა ისინი მეგობრები იყვნენ. ნახატის უკანა ფონზე ოქროსს საწმისის იდეის გამოსახატად მხატვარმა ხომალდები დახატა. ეკლესია კი ქრისტიანობის სიმბოლოს გამოხატავს. დალის მისი მეუღლის ელენას პორტრეტიც შეუქმნია.