ჯეიმს ბონდის როლი ტრანსგენდერმა უნდა შეასრულოს – ამბობს The Affair-ის ვარსკვლავი დომინიკ ვესტი

ჯეიმს ბონდის როლი ტრანსგენდერმა უნდა შეასრულოს – ამბობს The Affair-ის ვარსკვლავი დომინიკ ვესტი

სერიალ The Wire-ისა და The Affair-ის ვარსკვლავი დომინიკ ვესტი ფიქრობს, რომ ჯეიმს ბონდის როლს ტრანსგენდერი მსახიობი არაჩვეულებრივად შეასრულებდა.

"ეს ლოგიკურია. არმიაში უამრავი ტრანსგენდერი მსახურობს".

დომინიკ ვესტი თავადაც განიხილებოდა ბონდის კანდიდატურაზე, თუმცა მისი აზრით, სჯობს, აგენტი 007 ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა ტრანსგენდერმა სამხედრომ, ჰანა გრაფმა ითამაშოს.

ვესტმა The Sunday Times Magazine-თან საუბარში განაცხადა: "ჰანა არაჩვეულებრივი გოგოა და ის ამ როლს ნამდვილად გაუმკლავდებოდა".

ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება შემდეგი ბონდი, თუმცა ყველაზე რეალურ კანდიდატურად იდრის ელბა განიხილება.