ჯენიფერ ლოურენსმა შობა, ტრადიციულად, ბავშვთა საავადმყოფოში გაატარა

ჯენიფერ ლოურენსმა შობა, ტრადიციულად, ბავშვთა საავადმყოფოში გაატარა

ოსკაროსანი მსახიობი, ჯენიფერ ლოურენსი უკვე მრავალი წელია რაც შობის ღამეს კენტუკის ბავშვთა საავადმყოფოში ხვდება.

ლოურენსი მეექვსე წელია, რაც ამ საავადმყოფოს ფინანსურადაც ეხმარება.

მაგალითად, ოსკაროსანმა მსახიობმა 2016 წელს ბავშვთა საავადმყოფოს $2 მილიონი შესწირა, ხოლო გასულ წელს რამდენიმე განყოფილებას სრულიად ახალი აღჭურვილობა შეუძინა.