მეგან მარკლმა ვიქტორია ბექჰემთან არსებულ დაძაბულობას ბოლო მოუღო

მეგან მარკლმა ვიქტორია ბექჰემთან არსებულ დაძაბულობას ბოლო მოუღო

25 დეკემბერს კემბრიჯისა და სასექსის ჰერცოგები, მეუღლეებთან ერთად, ტრადიციულ საშობაო წირვას დაესწრნენ, გზად მიმავალი წყვილების  გამოჩენას ქუჩაში უამრავი ადამიანი მოუთმენლად ელოდა და ფოტოგრაფებსაც რა თქმა უნდა მიეცათ შესაძლებლობა ოჯახის უსაყვარლესი კადრები დაეფიქსირებინათ.

მოდის კრიტიკოსებმა შეამჩნიეს ის ფაქტიც, რომ ორსულმა მეგან მარკლმა ამჯერად ვიქტორია ბექჰემის  პალტო მოირგო. უცხოური მედია წყაროები ხუმრობით იმასაც აღნიშნავენ, რომ დიზაინერი შესანიშნავად დაეხმარა ჰერცოგინიას მოზრდილი მუცლის დამალვაში.

მეტიც,  ჰერცოგინია VICTORIA-ს ბრენდის მაღალყელიანი ჩექმითაც გამოჩნდა. რამაც ფაქტობრივად გააქარწყლა მასა და ვიქტორია ბექჰემს შორის არსებული დაძაბულობა, რომელსაც გარკვეული მიზეზები ჰქონდა.

საქმე იმაშია, რომ ერთ-ერთ ინტერვიუში მეგანმა ისაუბრა იმ ფაქტის შესახებ, თუ რატომ არ მოირგებდა ვიქტორიას კაბებს „ნელ-ნელა ვაცნობიერებ, რომ თუ სამოსი საკიდზე არაჩვეულებრივად გამოიყურება, ეს ნამდვილად არ ნიშნავს რომ ის ჩემთვისააა შექმნილი, მაგალითად, ძალიან მიყვარს ვიქტორია ბექჰემის კაბები, მაგრამ მე არ მაქვს მსგავსი მოყვანილობის წელი, რომელიც მათი მორგებისთვისაა აუცილებელი“  - აღნიშნა მან.

ამ ფაქტმა კი, როგორც ტაბლოიდები წერდნენ, ვიქტორია გაანაწყენა, მაგრამ თუ დიზაინერის კაბებით  ჰერცოგინიას ვერასდროს ვიხილავთ,   ბრენდის სხვა სამოსში ის  ნამდვილად არაჩვეულებრივად გამოიყურება.