იურისტმა

იურისტმა "მარტო სახლშის" უყურა და გამოთვალა, ვის რამდენი წელი ეკუთვნის ციხეში

ახალი წელი სახლში მარტო დატოვებული კევინის გარეშე რომ არ დგება, ეს უკვე მრავალი წელია ვიცით, თუმცა ჩვენს ნოსტალგიას გვერდით თუ გადავდებთ, მოგვიწევს, ვაღიაროთ, რომ ფილმის მთავარი გმირი არც ისეთი საყვარელია, როგორიც ბავშვობაში გვეჩვენებოდა. ერთ-ერთმა ანონიმურმა, თუმცა სერიოზულმა იურისტმა გადაწყვიტა, ფილმი დაკვირვებით ენახა და მისი პერსონაჟების კანონდარღვევები დაეთვალა.

ორსაათიანი ფილმის განმავლობაში კევინი მრავალჯერ გადადის ზღვარს. დაწყებული იქიდან, რომ ბიძამისს შხაპის მიღების პროცესში უღებს, დამთავრებული იმით, რომ მოტყუებით ჯავშნის ოთახს პლაზა ჰოტელში, თუმცა მისი ყველაზე დიდი დანაშაული, ცხადია, ყაჩაღების მიმართ სასტიკი მოპყრობაა.

სხეულის განზრახ დაზიანების ორი შემთხვევის გამო კევინს, ასაკისა და გარემოებების გათვალისწინებით (ბოლოს და ბოლოს, მას საშიში კრიმინალები ემუქრებოდნენ) ოთხ წლამდე სასჯელი დაემუქრებოდა.

რაც შეეხებათ ყაჩაღებს, ისინი ციხიდან გამოიპარნენ, რაც თავის მხრივ დანაშაულია. უფრო სერიოზული დანაშაულისთვის, ბავშვის მოკვლის მცდელობისთვის კი მათ მინიმუმ 30 წელი მიესჯებოდათ, ან სულაც - სამუდამო.

იურისტს არც დედა და მამა გამორჩენია: ბავშვის უსაფრთხოების უგულებელყოფის გამო, მათ მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში მოუწევდათ სასჯელის მოხდა. განმეორებითი დანაშაულის გამო კი (გახსოვთ, სხვა თვითმფრინავზე რომ დასვეს კევინი?) მათი სასჯელის ვადა 10 წლამდე გაიზრდებოდა.

აი, ასე შეუძლიათ იურისტებს საახალწლო ფილმის საგამოძიებო მასალად ქცევა.