ჰეიდი კლუმი მესამედ ქორწინდება!

ჰეიდი კლუმი მესამედ ქორწინდება!

45 წლის სუპერმოდელი და ბიზნესმენი  - ჰეიდი კლუმი ქორწინდება, ინფორმაცია მისი დანიშვნის შესახებ სოციალურ ქსელებში გუშინ გავრცელდა. მისი რჩეული, 16 წლით უმცროსი -  ბილ კაულიცია,რომელიც საზოგადოებამ Tokio Hotel-ის ცნობილი ბენდიდან გაიცნო, თუმცა ამჯერად სოლო კარიერით არის დაკავებული.

ჰეიდიმ  24 დეკემბერს ინსტაგრამზე  რჩეულთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომლის აღწერიდანაც ჩანს, რომ მომღერალმა მას ხელი სთხოვა, „და მე ვთქვი -დიახ!“ დაწერა მოდელმა.

წყვილის რომანის შესახებ ინფორმაცია ჯერ  2018 წლის დასაწყისში გავრცელდა, როცა  მოდელი იუველირ ლორეინ შვარცის ღონისძიებას ესტუმრა, საიდანაც ტომ კაულიცმა წამოიყვანა. გიტარისტი წვეულებას არ დასწრებია და მისი გამოჩენა პაპარაცებსაც არ გამოჰპარვიათ.

ქორწილი, რომელსაც უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ ჰეიდისთვის პირველი არ იქნება, ის ორჯერ გახლდათ ოფიციალურ ქორწინებაში ჯერ სტილისტ - რიკ პიპინოსთან, შემდეგ კი, Seal-ის სასცენო სახელის მქონე მომღერალთან.