შაბათ-კვირა იდეალური დროა ოჯახთან ერთად სასიამოვნო გარემოში დასვენებისთვის, დატვირთული კვირის შემდეგ ამ შესაძლებლობით ცნობილმა მოდელმა - ირინა შეიკმაც ისარგებლა და 23 დეკემებრს ქალიშვილთან - ლეასთან ერთად ლოს-ანჯელესში გამოჩნდა.
გოგონასთან ერთად ირინა სტუდიო სითიში გამოჩნდა და პაპარაცებმა დედა-შვილის უსაყვარლესი კადრებიც დააფიქსირეს, როცა გოგონა მონდომებით ცდილობდა დედისთვის საყვარელი სათვალე მოეხსნა.
ირინამ გასეირნებისთვის ჯინსის კაბა და მისი საყვარელი ფეხსაცმელი - Balenciaga შეარჩია, სათვალე კი Celine-ის გახლავთ, ამ ბრენდის აქსესუარით მოდელი ბოლო დროს ხშირად ჩნდება.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ირინამ მეუღლესთან - ბრედლი კუპერთან ერთად, გადაწყვიტა გოგონასთვის სანტა კლაუსიც გაეცნო და ოჯახმა წინასაშობაო განწყობა ნამდვილად შეიქმნა.