მეგანისა და პრინცი ჰარის მომავალი მემკვიდრის სავარაუდო სახელები ცნობილია

მეგანისა და პრინცი ჰარის მომავალი მემკვიდრის სავარაუდო სახელები ცნობილია

სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია 2019 წლის გაზაფხულზე პირველი მემკვიდრის მშობლები გახდებიან, შესაბამისად, დიდია ინტერესი იმის შესახებ, თუ რა ერქმევა ბრიტანეთის სამეფო ოჯახის კიდევ ერთ წევრს.

გამომდინარე იქიდან, რომ გულშემატკივრები აქტიურად ცდილობენ გამოიცნონ წყვილის სავარაუდო ვარიანტები, OKMagazine-ის ბრიტანული გამოცემა ამ საკითხით დაინტერესდა.

ჯერჯერობით ბავშვის სქესი ცნობილი არ არის, თუმცა ორივე ვარიანტია განხილული, როგორც წყაროდან ირკვევა,  გოგონას შემთხვევაში წყვილს სურს მას ვიქტორია დაარქვას, თუმცა განიხილება დაიანას ვარიანტიც, რაც ერთგვარი პატივის მიგება იქნება ტრაგიკულად გარდაცვლილი პრინცესასადმი.

ბიჭის შემთხვევაში კი, შესაძლოა მას ფილიპი უწოდონ, რომელიც სამეფო ოჯახში გავრცელებული სახელია.