როგორ აღნიშნა შობა ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა?

როგორ აღნიშნა შობა ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა?

25 დეკემბრისთვის ბრიტანეთის სამეფო ოჯახი განსაკუთრებულად ემზადებოდა, დღემ ტრადიციისამებრ ჩაიარა, პრინცები მეუღლეებთან და მამასთან ერთად  საშობაო წირვას დაესწრნენ, რაც მათი ყოველწლიური ჩვეულებაა.

წლევანდელ დღესასწაულს მეგან მარკლი პირველად აღნიშნავს სამეფო ოჯახის წევრის სტატუსში და მის გამოჩენას გზად შეკრებილი საზოგადოება მოუთმენლად ელოდა.

დღისთვის ჰერცოგინიამ, ჩვეულებისამებრ, მუქი ფერის ლუქზე შეაჩერა არჩევანი.

ქეითმა კი საკუთარი სამოსის ფერი საშობაო თემატიკას შეუსაბამა.

ჰერცოგინიები ერთად საკმაოდ ბედნიერად გამოიყურებოდნენ და მათმა ამგვარად ხილვამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ცოტა ხნის წინ აგორებული ჭორები მათ შორის არსებული დაძაბულობის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.