ნინი გოგიჩაიშვილი მიმართვას ავრცელებს

ნინი გოგიჩაიშვილი მიმართვას ავრცელებს

ორი დღის წინ "მის საქართველოს" ტიტული ახალ გოგონას ერგო. ეს სტატუსი ამჯერად, მსახიობ გიორგი გოგიჩაიშვილის და ჟურნალისტ ნათია ბანძელაძის უმცროსმა ქალიშვილმა ნინი გოგიჩაიშვილმა მოიპოვა.

ახლა მათ ოჯახში უკვე მეორე "მის საქართველოა", რადგან ეს ტიტული 2009 წელს მათმა უფროსმა ქალიშვილმა ნანუკა გოგიჩაიშვილმა მიიღო.

ნინი გოგიჩაიშვილის გამარჯვებას "იმიჯ ცენტრი" კონკურსის ეთერში გასვლამდე საიდუმლოდ ტოვებდა, მაგრამ საიდუმლო გამჟღავნდა და ნინის გამარჯვების შესახებ ინფორმაცია პრესაშიც გაჩნდა.

ნინი გოგიჩაიშვილმა მხარდამჭერებს გუშინ სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართა.

„მადლობა ყველას, ვინც გაიზიარეთ ამ დიდი წარმატების სიხარული ჩემთან ერთად, მადლობა ჩემს გოგონებს, ვისთან ერთადაც გავიარეთ ეს გზა, ერთად და მეგობრულად. წარმატება უფრო დიდი პასუხისმგებლობაა, ვიდრე გამარჯვების ხიბლი, და ვეცდები, განსაკუთრებული ღირსებით ვატარო ეს არჩევანი.

როცა გენდობიან, ეს უკვე გამარჯვებაა. მადლობა იმ გუნდს, ვინც ახალი ურთიერთობები , დიდი ემოციები და ახალი მიზნების მოტივაციაც გამიჩინეთ…“