ლიბიაში ISIS-ის მიერ მოკლულთა მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს

ლიბიაში ISIS-ის მიერ მოკლულთა მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს

ლიბიის ხელისუფლების განცხადებით, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ მოკლულთა მასობრივი სამარხი იპოვეს. საუბარია 35 ცხედარზე. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

ეთიოპიელი ქრისტიანები სიკვდილით 2015 წელს ქალაქ სურთში დასაჯეს. სამარხზე მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ჰიჰადისტების ნაწილი დააკავეს.

ცხედრებს სამშობლოში მას შემდეგ გადაასვენებენ, რაც შიდა გამოძება დასრულდება და რეპატრაციისთვის აუცილებელი პროცედურები გაფორმდება.