ინდონეზიაში ცუნამს უკვე 429 ადამიანი ემსხვერპლა

ინდონეზიაში ცუნამს უკვე 429 ადამიანი ემსხვერპლა

ინდონეზიაში, დასავლეთ იავას პროვინციაში ვულკან ანაკ კრაკატაუს მიერ გამოწვეული ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 429 ადამიანს მიაღწია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სტიქიის გამო 150 ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულად მიიჩნევა, 16 000 ადამიანს კი საცხოვრებლის დატოვებამ მოუწია.

ინდონეზიის გეოლოგიური სააგენტოს ცნობით, ვულკანის ამოფრქვევით გამოწვეული მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით საღამოს 21 საათსა და 4 წუთზე დაფიქსირდა, 24 წუთის შემდეგ კი მიწისძვრას ცუნამი მოჰყვა.