ჯასტინ და ჰეილი ბიბერების ოჯახს ახალი წევრი შეემატა

ჯასტინ და ჰეილი ბიბერების ოჯახს ახალი წევრი შეემატა

ცნობილი პოპშემსრულებელი - ჯასტინ ბიბერი და ჰეილი ბოლდუინი სულ ცოტა ხანია, რაც დაქორწინებულები არიან. მათი ქორწილი საკმაოდ გასაიუმლოებულ გარემოში შედგა და ზუსტი დეტალები ცერემონიის შესახებ უცნობია.

და ინფორმაციაც წყვილის დაქორწინების შესახებ, სრულიად შემთხვევით, ერთ-ერთ გულშემატკივართან საუბრის შემდეგ გაირკვა.

მიუხედავად ამისა, წყვილმა გადაწყვიტა ოჯახის შემადგენლობა გაეზარდა და უსაყვარლესი ლეკვი აიყვანა. მეუღლისა და ახალი წევრის ფოტო ჯასტინმა საკუთარ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.

ლეკვი  მოგვიანებით თავად ჯასტინთან ერთადაც გამოჩნდა კადრში, „გაიცანით ჩვენი ბიჭი, მისი სახელია ოსკარი,“ - დაწერა პოსტის აღწერაში ბიბერმა.

წყვილი ამ წინასაშობაო სიხარულს ონტარიოში შეხვდა, სადაც მათ უკვე დადგეს თვალისმომჭრელი საშობაო ნაძვის ხე, რომელიც მათ სოციალურ ქსელებშიც გამოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, ჰეილი მეუღლის გვარზე გადავიდა და სოციალურ ქსელებშიც უკვე ჰეილი ბიბერის სახელით ფიგურირებს.