ზედმეტსახელი, რომლითაც ქეით მიდლტონი ქალიშვილს მიმართავს

ზედმეტსახელი, რომლითაც ქეით მიდლტონი ქალიშვილს მიმართავს

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები, მიუხედავად მკაცრი პროტოკოლისა, იუმორის შესანიშნავი გრძნობით გამოირჩევიან, რაც მათ მიერ შერჩეულ ზედმეტსახელებზეც აისახება. თითოეულ მათგანს საყვარელი ადამიანებისთვის განსაკუთრებული წოდება აქვს და გამონაკლისი არც ქეით მიდლტონია, რომელიც შარლოტას განსაკუთრებული სახელით მიმართავს.

ჰერცოგინია, რომელიც ცოტა ხნის წინ The Range-ის სავაჭრო ცენტრში დააფიქსირეს, ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით შარლოტას, რომელიც ხანგრძლივმა შოპინგმა დაღალა და ძირს მოკალათდა, Poppet-ით მიმართა.

ტერმინი, რომელიც ჰერცოგინიამ 3 წლის გოგონასთვის შეარჩია, პატარა, საყვარელ ბავშვს ნიშნავს, რაც  ცელქ პრინცესას ნამდვილად შეესაბამება.

აღსანიშნავია, ისიც რომ როგორც Daily Mail-ის გამოცემა წერს, ქეითი სწორედ ამგვარადვე მიმართავს პრინც ჯორჯსაც.