"სააგენტო თუ მეტყვის ხუთჯერაც გავალ კასტინგზე" - როგორ ცხოვრობს თაკო ნაცვლიშვილი მილანში

თაკო ნაცვლიშვილი ყველაზე წარმატებული ქართველი მოდელია, „ელი სააბი“, არმანი“, „ვერსაჩე“ ეს იმ ლუქს-ბრენდების არასრული ჩამონათვალია, რომლის სამოსიც თაკო ნაცვლიშვილმა მოირგო და ჩვენებებში მიიღო მონაწილეობა.

ახალგაზრდა მოდელი ახლა საქართველოში იმყოფება და საკუთარი გეგმების შესახებ ისაუბრა.

როგორც აღმოჩნდა, თაკო მოდელობის პარალელურად, მილანში პრესტიჟულ სასწავლებელში სწავლობს და ფეშენ-მარკეტინგის პროფესიას ეუფლება.

„ერთი წელია ვსწავლობ, გადაღებები და ლექციები ერთად რთულია, მაგრამ ვახერხებ და ვუთავსებ. ძალიან კარგი ჯგუფელები მყავს, თუ გადაღებები მაქვს, მიგზავნიან დავალებებს“ - განაცხადა თაკომ ინტერვიუში.

თაკომ ინტერვიუში „ვიქტორია სეკრეტის“ შესახებაც ისაუბრა.

„ჩემთვის პრიორიტეტი არ არის იქ მონაწილეობის მიღება, სააგენტო მირეკავს და მივდივარ კასტინგზე. როცა ფიდბექით დავინტერესდი, სააგენტოში მითხრეს, ეს რეზაკმა თქვა, რომ ჯერ ადრეაო. ალბათ ელოდებიან უფრო დავიხვეწო და ქალური გავხდე. „ვიქტორია სეკრეტი“ ადამიანის მონდომებასაც ძალიან აფასებს. ხუთჯერ რომ მითხრას ჩემმა სააგენტომ, კასტინგზე მიიღე მონაწილეობაო, არავის გაუკვირდეს, მაგრამ ხუთჯერვე გამოვალ“ - აღნიშნა მოდელმა.

თაკო ნაცვლიშვილის შესახებ, ხშირად ჭორაობენ თითქოს მას პლასტიკური ოპერაციები აქვს გაკეთებული და მისი სილამაზე ამის დამსახურებაა. როგორც აღმოჩნდა, თაკოს ეს ჭორები წყინს და ამის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ მისი გარეგნობა გენეტიკის დამსახურებაა.

„ჩემთვის პრიორიტეტი არ არის, სააგენტო მირეკავს და მეუბნება. სულ რომ ხუთჯერ მითხრან გავალ და არავის გაუკვირდეს. კასტინგიც დიდი გამოცდილებაა ჩემთვის. კასტინგიც კარგად შუქდება, ფოტოგრაფები და ა.შ.

ედ რაზეკმა თქვა მოგვწონს თაკო, მაგრამ ჯერ ადრეაო. ალბათ უნდა დავიხვეწო და ქალური გავხდე. ადამიანის მონდომებას აფასებენ ძალიან.