"ანანიაშვილი მკვლელ სააკაშვილთან ერთად "ჟიზელს" ცეკვავდა კვინტრაძის გვამზე"

ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ნინო ანანიაშვილის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება.

“სისხლიან 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველზე, სადაც საქართველოს სიამაყე - ნონა გაფრინდაშვილი ატირებული, დამცირებული, ხოცვა-ჟლეტა გამოვლილი მარტო იჯდა... პრიმა ბალერინა ანანიაშვილი მკვლელ სააკაშვილთან ერთად "ჟიზელს" ცეკვავდა ნიკა კვინტრაძის გვამზე!

არც ერთი სიტყვა, არც ერთი რეპლიკა არ მახსოვს მისგან, ნონას, ქართველი ხალხის, შვილმოკლული დედების დასაცავად თქმული!

ასე ცეკვა-ცეკვით გახადა მისი კგბ-ს ოფიცერი ქმარი პრეზიდენტობის კანდიდატი. ასე ცეკვა-ცეკვით გვემუქრება სახელმწიფო გადატრიალებით, ბოიკოტირებით ხელისუფლების შეცვლით!

ასე ცეკვა-ცეკვით მოიხსენიებს ივანიშვილს დიქტატორად და ქურდად, შს მინისტრს კრიმინალად, პოლიციელებს კრიმინალურ დაჯგუფებად, ჩვენ- მკვლელებად, ახალგაზრდობას - უპასუხისმგებლო ნახირად!

ვტყუი??? რაიმეში ვცდები??? ეს მას პირადად არ უთქვამს და არ უქნია?... შეიძლება, მაგრამ არც დაუგმია, არც გამიჯვნია.......სამწუხაროდ.................. ”