მელანია ტრამპის შემდეგ, თინა კანდელაკს მიშელ ობამამ მიბაძა

მელანია ტრამპის შემდეგ, თინა კანდელაკს მიშელ ობამამ მიბაძა

რუსეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, თინა კანდელაკი გემოვნებიან მანდილოსნად ითვლება. თინა საკუთარ გარეგნობაზე ყოველთვის აქტიურად ზრუნავს და ყოველდღე ვარჯიშობს.

ვარჯიშის პარალელურად ის სხვადასხვა კოსმეტოლოგიურ პროცედურებსაც იტარებს და შესაბამისად, 40 წლის კანდელაკი ათი წლით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება.

თინა კანდელაკი მსოფლიოს წამყვანი დიზაინერების სამოსსაც ხშირად ირგებს. მის გარდერობში არაერთ უცხოელ დიზაინერთან ერთად, ქართველი დიზაინერის დევიდ კომას სამოსსაც შეხვდებით.

დევიდ კომა მსოფლიოში აღიარებული ქართველი კუტურიეა, რომლის სამოსსაც ისეთი ვარსკვლავები იცმევენ, როგორებიც არიან თვით ბიონსე და ჯენიფერ ლოპესი.

გასულ კვირას დევიდ კომას პიჯაკი, ამერიკის ყოფილმა პირველმა ლედიმ, მიშელ ობამამ მოირგო.

აღმოჩნდა, რომ პიჯაკი, რომელიც მიშამ ობამამ ჩაიცვა, მასზე ადრე თინა კანდელაკს ეცვა.

კანდელაკმა ამერიკის მოქმედ პირველ ლედისაც დაასწრო ადრე ერთი კაბის ჩაცმა, "კელვინ კლაინის" კაბა, რომელიც მელანია ტრამპს ბელგიაში "ნატოს" მიღებაზე ეცვა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა მსოფლიო პრესაში, აღმოჩნდა, სანამ ამ კაბას მელანია ტრამპი მოირგებდა, მანამდე თინა კანდელაკს ეცვა.